უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში სამდღიანი ვიზიტით, მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცეელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შეხვდება.
„დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები და შეთანხმებები, რომლებიც ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ დონეს კიდევ უფრო გაამყარებს“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, კანადაში მოლაპარაკებებისას მთავარი აქცენტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და ზამთრისთვის მომზადების საკითხებზე გაკეთდება.