გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა რუსთავის ციხეში, ექსპრემიერ   ირაკლი ღარიბაშვილსა  და სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს.

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს აქვთ ეჭვი, რომ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი მათი შვილის გარდაცვალების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ და ისინი წერილით მოუწოდებენ მათ, რომ ღიად ისაუბრონ.  „მივმართე   ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან თვითონ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ მკვლელობების შენიღბვა ხდება თვითმკვლელობებად. ჩემთვის ირიბი მინიშნება მოხდა, რომ თამარი იყო პირველი, რომლის მკვლელობაც შენიღბეს თვითმკვლელობად. ამიტომ მივმართავ მას, მიუხედავად ყველაფრისა, სულის გადარჩენაზე მაინც იფიქროს და რაც იცის ამ დანაშაულის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ იცის, აღიაროს და სული გადაირჩინოს” – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა „ტვ პირველთან” საუბრისას.