აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ე.წ. „ლინდსი გრემის კანონპროექტზე“ საბოლოო კენჭისყრა 16 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას უკრაინული მედია „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ კანონპროექტის საბოლოო განხილვასა და კენჭისყრამდე დებატებს თავად გაუძღვება.
„წარმომადგენელთა პალატის დარბაზში ლინდსი გრემის სანქციების შესახებ კანონის საბოლოო მიღებასთან დაკავშირებით დებატებს გავუძღვები“, – განაცხადა მაკკოლმა.
მანამდე წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტის შემდგომ განხილვას პროცედურული კენჭისყრით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვას 214-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 211-მა მისცა ხმა.
კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უფლებამოსილებას მისცემს, 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანას, ასევე იმ ხუთ სახელმწიფოს, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან.
აშშ-ის სენატმა აღნიშნულ კანონპროექტს 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.