„ქართული ოცნების“ დეპუტატს და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაია ბითაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
ბითაძე პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე – კულტურის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, რის გამოც მას დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოუწია.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მაია ბითაძეს კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.