საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი ყოფილა.

კანონმდებლობის შესაბამისად, სუს-ის უფროსი 6 წლის ვადით აირჩევა. თუმცა, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა დღის წესრიგში უკვე მეოთხედ მოუწია.

სუს-ის უფროსის თანამდებობა 2025 წლის 4 აპრილს ანრი ოხანაშვილმა დაიკავა. მან პოსტი იმავე წლის 23 აგვისტოს დატოვა.

ოხანაშვილის შემდეგ სუს-ის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაინიშნა, რომელიც პარლამენტმა 2025 წლის 3 სექტემბერს დაამტკიცა. მდინარაძემ თანამდებობა 2026 წლის 21 აპრილს დატოვა.

მის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გეკა გელაძე ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 14 სექტემბერს გააკეთა.

დღეს კი პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.