საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ მექასთან ახლოს დრონი ჩამოაგდო, რომელიც, კოალიციის ინფორმაციით, „ჰუსიტების“ მიერ იყო გაშვებული. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იემენში მოქმედი კოალიციის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ტურკი ალ-მალქის განცხადებით, საუდის არაბეთის თავდაცვის ძალებმა დრონი მანამდე გაანადგურეს, ვიდრე ის მექას აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდოდა.
ალ-მალქიმ აღნიშნა, რომ მექას უსაფრთხოება საუდის არაბეთისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.
თავის მხრივ, „ჰუსიტები“ საუდის არაბეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. მათი განცხადებით, მექაზე თავდასხმის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.