აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გავრცელებული განცხადების თანახმად, UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაიტს შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპს სურს, უაიტმა თანაშემწეებად ცნობილი შერეული ორთაბრძოლების მებრძოლები მიიყვანოს, მათ შორის ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე და ამანდა ნუნესი.

„ჩვენ ეს ადამიანები გვჭირდება, რათა თავი დავიცვათ შეშლილი მემარცხენეებისგან. დანა ისეთი პრესმდივანი იქნება, როგორიც აქამდე არავინ ყოფილა. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამსახურს!“ – ნათქვამია განცხადებაში.

უაიტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ორშაბათს, 9 ნოემბერს, ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. მას ჯერ არ დაუდასტურებია, დათანხმდება თუ არა შეთავაზებას. ამასთან, მედიაში განიხილება, რამდენად სერიოზულია პრეზიდენტის განცხადება და ხომ არ შეიცავს ის ხუმრობის ელემენტებს.