უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში რუსი გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გრუნისის დაღუპვის ფაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმ „ახმატის“ მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა აპტი ალაუდინოვმა დაადასტურა.
რუსული მედიის ცნობით, ანტონ გრუნისის მეთაურობით რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროებმა კონსტანტინოვკა „გაათავისუფლეს“.
მედიის ინფორმაციით, გრუნისს რუსეთის გმირის წოდება 2026 წლის 28 აგვისტოს მიენიჭა.