ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი კანადასთან ასოცირებული წევრობის საკითხზე მუშაობას გეგმავს.

ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მიმართა და აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და კანადას საერთო ღირებულებები აერთიანებთ.

„მარკ, ევროპასა და კანადას დემოკრატიის სჯერათ. მათ სჯერათ იმისა, რომ ძალაუფლება არ ეკუთვნის ყველაზე ძლიერს, ყველაზე მდიდარს და ყველაზე ხმამაღლა მოსაუბრეს, არამედ ის თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. დემოკრატიებს თავისუფლება აქვთ იმისა, რომ თავად აირჩიონ, თუ ვისთან ითანამშრომლონ. ასე რომ, ჩვენ ძალებს საკუთარი ნებით ვაერთიანებთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკავშირს კანადასთან ურთიერთობების ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადაყვანა სურს.

„ასე რომ, მსურს თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა კანადას კარი გავუღოთ, რომ ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.