აშშ-ში ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრებს ვამზადებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილი შეხვედრები, მათ შორის, მშვიდობის მიღწევასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს შეეხება. დღის წესრიგში ასევე იქნება ენერგეტიკის, სასურსათო უსაფრთხოებისა და შეიარაღების საკითხები.
„ეს მოლაპარაკებებს ეხება, კერძოდ, მშვიდობის მიღწევას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ენერგეტიკას, სასურსათო უსაფრთხოებასა და შეიარაღებას. უკრაინისთვის მხარდაჭერის ახალი პაკეტები იქნება. კერძოდ, საჰაერო თავდაცვის საშუალებები“, – განაცხადა ზელენსკიმ გვიან საღამოს გავრცელებულ მიმართვაში.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა, შესაძლოა, მომავალ კვირას, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართოს.