აშშ-სთან ურთიერთობაში ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც არ არის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, აშშ რუსეთთან სერიოზული დიალოგის წარმართვისთვის მზად არის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი დიალოგისთვის მზად არის იმ მხარეებთან, რომლებიც მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდებიან.

„ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები სრულიად საპირისპიროა. სწორედ ასე აწარმოებს ჩვენთან საქმეს აშშ, მაგრამ ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით არანაირი ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც არ არის“, – განაცხადა ლავროვმა.