რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები უახლოეს კვირებში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული პრობლემური საკითხების განხილვა და მათი აღმოფხვრის გზებზე მუშაობა იქნება.

„მოლაპარაკებები მომდევნო კვირებშია მოსალოდნელი“, – განაცხადა რიაბკოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის უკვე რეგულარულად იმართება და, რუსეთის შეფასებით, ეს პროცესი სასარგებლოა.

რიაბკოვის განცხადებით, მიუხედავად არსებული კონტაქტებისა, არსებითი პროგრესის ტემპი სასურველზე ნელია.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაზე უარს არ ვამბობთ; წინსვლას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.