საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო, გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე 112-ზე ზარები შეფერხებით შემოდის.

ცენტრი მოქალაქეებს, რომლებსაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ და 112-ზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვისკენ მოუწოდებს.

ალტერნატიული ნომრებია:
591 544 375
591 946 870
591 946 840
591 544 384
577 011 174
598 087 761
599 842 206
577 011 241

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განცხადებით, ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოსაფხვრელად ინტენსიურად მუშაობს და ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

„ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, – აღნიშნულია ცენტრის ინფორმაციაში.