რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს. აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა დნიპროში, კრივი-რიჰსა და პავლოგრადში.
უკრაინული მედიის ცნობით, დარტყმები ერთდროულად განხორციელდა სამ ქალაქში მდებარე სამრეწველო ობიექტებზე. თავდასხმების შედეგად ობიექტებში ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმას დნიპროში ორი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლება თავდასხმის შედეგებსა და მიყენებულ ზარალს ამ დროისთვის აზუსტებს.