აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი კრემლში იმყოფებიან, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ „ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხებს განიხილავს“. პუტინთან შეხვედრის შემდეგ უიტკოფი და კუშნერი დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ.