აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონი მზად არის, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის წარმომადგენლებს შეხვდეს.

„ჩვენ მზად ვართ მსგავსი შესაძლებლობისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამას პოზიტიური შედეგის მიღწევის პერსპექტივა ექნება“, – განაცხადა რუბიომ.

მისივე თქმით, ირანის დელეგაციასთან შეხვედრა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ესწრებიან.