რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, 23 სექტემბერს ნიუ-იორკში შეხვდება. შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეხვედრის დაგეგმვის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა კირილ ლოგვინოვმა განაცხადა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარკო რუბიოსთან სერგეი ლავროვის შეხვედრა 23 სექტემბერს არის დაგეგმილი“, – განაცხადა ლოგვინოვმა.

მისივე თქმით, სერგეი ლავროვი დასავლეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვისაც მზად არის, თუკი შესაბამისი მოთხოვნა იქნება.

„ჩვენ შეხვედრაზე უარი არასდროს გვითქვამს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.