უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქებში – სამარასა და უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, სამარაში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული იერიშის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ასევე უფაში მდებარე „ბაშნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობდნენ სპეციალური ოპერაციების ძალები, უპილოტო სისტემების ძალები და დაზვერვის მთავარი სამმართველო.
ამ დროისთვის რუსეთის მხარის მიერ თავდასხმებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულ განცხადებაში არ არის წარმოდგენილი.