აშშ გრენლანდიაში ორი სამხედრო ბაზის განთავსებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონი გრენლანდიის სამხრეთ ნაწილში ცივი ომის პერიოდში არსებული სამხედრო ბაზის აღდგენას, აღმოსავლეთ ნაწილში კი ახალი ბაზის მოწყობას აპირებს.
კერძოდ, აშშ ნარსარსუაკში სამხედრო ბაზის აღდგენას გეგმავს, რომელიც 1950-იან წლებში დაიხურა. კიდევ ერთი სამხედრო ობიექტის გახსნა კი მესტერსიგშია დაგეგმილი, სადაც ამჟამად დანიის მარხილის ძაღლების საპატრულო საგუშაგო მდებარეობს.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხზე დანიასთან შეთანხმებას მიაღწია.
Reuters-ის ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმება დღეს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებშია მოსალოდნელი.