შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულს შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოები მკვლელობის ბრალდებით ეძებდნენ.
ძებნილი პირის დაკავების ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.
შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ძებნილი ბათუმში დააკავეს.
დაკავებულის მიმართ ამ დროისთვის კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.