რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის ინფორმაციით, საუბარი სერბული მხარის ინიციატივით გაიმართა.
კრემლის ცნობით, პრეზიდენტებმა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული ვითარება.
მხარეები რუსეთსა და სერბეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებსაც შეეხნენ.
„განხილული იქნა რუსეთ-სერბეთის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის ენერგეტიკის, ნავთობის, გაზის, ტრანსპორტისა და ჯანდაცვის სფეროებში“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბრის სხვა დეტალები არ კონკრეტდება.