ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, თეირანი აშშ-სთან მოლაპარაკებების პროცესს აღარ ენდობა. მისი თქმით, ამის მიზეზი დიალოგის შემდეგ თავდასხმებისა და სანქციების განმეორებაა.

„ჩვენ ვაშინგტონთან მოლაპარაკების პროცესს აღარ ვენდობით ყოველი დიალოგის შემდეგ თავდასხმებისა და სანქციების განმეორების გამო“, — განაცხადა ფეზეშქიანმა.

ირანის პრეზიდენტის თქმით, თეირანსა და ვაშინგტონს შორის შუამავლის როლს კვლავ კატარი და პაკისტანი ასრულებენ.

ფეზეშქიანმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მხარეებს შორის ადრე მიღწეულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ეფუძნება და ახლა აშშ-მა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა განსაზღვროს.

„მოლაპარაკებები ადრე მიღწეულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ეფუძნება და აშშ-მა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უნდა განსაზღვროს“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.