ჩინეთი და აშშ 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფების ორმხრივ შემცირებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეთანხმება ვაშინგტონში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგად შედგა. პეკინის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანა კონკრეტულ საქონელზე მოქმედ ტარიფებს შეამცირებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაშინგტონი და პეკინი ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე დიალოგის დაწყებაზეც შეთანხმდნენ.

შეთანხმებას წინ უძღოდა აშშ-სა და ჩინეთს შორის მოქმედი სავაჭრო ზავის გახანგრძლივება. მიმდინარე კვირაში მხარეებმა მისი მოქმედების ვადა 2027 წლის 10 იანვრამდე გააგრძელეს, რათა ფართომასშტაბიანი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად დამატებითი დრო ჰქონდეთ.