რუმინეთის საჰაერო სივრცე 26 სექტემბრის ღამეს უცნობმა სამიზნემ დაარღვია, რის გამოც მოკავშირეთა ავიაცია აფრინდა. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სარადარო სამეთვალყურეო სისტემამ საჰაერო სამიზნე უკრაინის საზღვართან, სოფელ კილია-ვეკეს სიახლოვეს დააფიქსირა.
სიტუაციის მონიტორინგისთვის აფრინდნენ ესპანეთის საჰაერო ძალების ორი F-18 ტიპის გამანადგურებელი და რუმინეთის საჰაერო ძალების IAR-330 SOCAT ტიპის ვერტმფრენი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცნობი ობიექტი რუმინეთის საჰაერო სივრცეში რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და მდინარე კილიას თითქმის პარალელური ტრაექტორიით მოძრაობდა.
ობიექტის რადიოლოკაციური კვალი პარდინას რაიონში გაქრა.