შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.