ფონიჭალაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი  ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ  არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.  უწყების ცნობით,  დაღუპული   ქალი და მცირეწლოვანი   მაშველებმა  ნანგრევებში იპოვეს.    შეგახსენებთ,    მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.   3 წლის   გოგონა   სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს  მისი მდგომარეობა   დამაკმაყოფილებელია.