ფონიჭალაში მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა განაცხადა. დაღუპული ორი ქალი და ერთი მცირეწლოვანი მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს. შეგახსენებთ, მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. 3 წლის გოგონა სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახლა მაშველები დანარჩენ 3 ადამიანს ეძებენ.