ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ ზურაბ აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში – მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში. ასევე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
ზურაბ აბაშიძე 2012 – 2024 წლებში გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში. 2024 – 2025 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.
ზურაბ აბაშიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რამდენიმე წიგნის და პუბლიკაციის ავტორი.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.