აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპისთვის არ განიხილება.
როგორც მარკო რუბიომ რეიკიავიკში პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამჟამად მთავარი მიზანი კონფლიქტის დასრულებაა.
„რაც შეეხება უკრაინის გაწევრიანებას ნატო-ში, როგორც იცით, ამ დროისთვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კონსენსუსი, უფრო სწორად კი სრული ერთსულოვნება. უკრაინასთან დაკავშირებით ახლა ჩვენი მთავარი მიზანი კონფლიქტის დასრულებაა, თუ ეს შესაძლებელია, რადგან ადამიანების დაკარგვა მართლაც სამწუხაროა“, – განაცხადა მარკო რუბიომ. მისი თქმით, ვაშინგტონი ომის მიმდინარეობას აკვირდება, პროცესები კი უარყოფითად ვითარდება. „ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, ომის დასრულებაში თუ შეგვიძლია, რაიმე წვლილი შევიტანოთ, გვსურს, კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ“ – აღნიშნა რუბიომ.