რუსეთის ძალების მიერ კრამატორსკზე განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქში დრონებით სასწრაფო დახმარების ავტომობილებს შეუტიეს. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ხოლო სამი სასწრაფო დახმარების მანქანა დაზიანდა.

იერიშის სამიზნე გახდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც. თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი კი დაშავდა.