“ რუსულმა ძალებმა უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე მასიური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა,” – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კრემენჩუკის მერის, ვიტალი მალეცკის განცხადებით, ქალაქმა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განადგურება განიცადა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
პოლტავას საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი დიაკივნიჩის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი. მისივე თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ამასთან, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები.
„ერთ-ერთი დარტყმა მაღალსართულიან საცხოვრებელ
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება.