კანადაში, ალბერტის პროვინციაში მდებარე ვეინრაიტის სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, დევიდ მაკგინტის განცხადებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ბაზის შემოღობილ ტერიტორიას გასცდა. მოსახლეობას მოუწოდებენ, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას მოერიდოს.
ვეინრაიტი კანადის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სამხედრო-სასწავლო ცენტრია და ძირითადად სროლის წვრთნებისთვის გამოიყენება. კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბაზაზე ყოველდღიურად დაახლოებით 690 სამხედრო მოსამსახურე და 300 სამოქალაქო თანამშრომელი იმყოფება.
პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ მომხდარს სერიოზული ინციდენტი უწოდა და დაზარალებულთა მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ასევე დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.