გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას აღარ იკავებს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების განმარტებით, გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება.
ამ ეტაპზე უცნობია, სად გააგრძელებს ის საქმიანობას. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალ თანამდებობას არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გელაძე უწყების არცერთ სტრუქტურულ ერთეულში აღარ იმუშავებს.
გელა გელაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 სექტემბერს განაცხადა.
მანამდე გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო სუს-ის ხელმძღვანელად დანიშვნამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.