უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება.  მისი თქმით, რუსები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს ყურადღება აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე იქნება მიპყრობილი, ხოლო ის, რაც უკრაინაში ხდება – მათ შორის, საჰაერო თავდაცვასა და Patriot-ის ტიპის რაკეტებთან დაკავშირებული ჩვენი სირთულეები – შესაძლოა, ყურადღების მიღმა დარჩეს –   აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.  

“ მსოფლიოს მხრიდან რუსეთის მიმართ საჭიროა ისეთი სიგნალები, რომლებიც მათ აგრძნობინებს, რომ ტერორი არაფრის მომტანია, რომ ის მათ არავითარ სარგებელს არ მოუტანს; ასევე, რომ ვიდრე ეს ომი გრძელდება, მათი ნავთობი დაიწვება, ისინი კი მსოფლიოსთან ბიზნესის კეთებით ფულის შოვნას ვერ შეძლებენ. რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლებთან თამაში არ შეიძლება. ამის ნაცვლად, ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა მათ სხვა გზა არ დარჩეთ, გარდა იმისა, რომ ეს ომი დაასრულონ. რუსეთზე ისე უნდა მოვახდინოთ ზეწოლა, რომ ომის დასრულების გარდა სხვა ალტერნატივა არ დარჩეს. ამერიკას ამის გაკეთება შეუძლია”, – აცხადებს ზელენსკი.