„დემოკრატებმა“ კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს – ამ დროისთვის, “დემოკრატებს” სენატში 54 ადგილი აქვთ, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში – 225. სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად მათ 51 ადგილი სჭირდებოდათ, წარმომდგენელთა პალატაზე კონტროლის დასამყარებლად კი – 218. შესაბამისად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, “რესპუბლიკელებს” სენატში 44 მანდატი აქვთ, წარმომდგენელთა პალატაში კი – 138. ეს მონაცემები არ მოიცავს შედეგებს რამდენიმე საარჩევნო ოლქიდან, მათ შორის ალასკადან. ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს.