დღეს  4 ნოემბერს, ბრიუსელში ევროკომისია “2026 წლის გაფართოების პაკეტს” წარადგენს.  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს, რომლებშიც ასახულია კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების – მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, თურქეთი და საქართველო – წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.  პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესი.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, გაიმართება პრესკონფერენცია ბრიუსელში, რომლის შემდეგ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, თბილისში წარმოადგენს ანგარიშში მოცემულ ძირითად დასკვნებს საქართველოს შესახებ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.