დუბლინიდან რომში მიმავალი თვითმფრინავი საფრანგეთში, ნორმანდიის საჰაერო ბაზაზე დასვეს. ამის მიზეზი ბორტზე შესაძლო აფეთქების საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინება გახდა. ინფორმაციას ფრანგული მედია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს ოფისზე დაყრდნობით  ავრცელებს.   საუბარია ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus-ის კუთვნილ Airbus A320-ზე, რომელიც ირლანდიის დედაქალაქიდან რომის მიმართულებით ასრულებდა რეისს.  გავრცელებული ინფორმაციით, სიტუაციას აკვირდება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.  ცნობისთვის, 2 და 3 ნოემბერს ევროპის მასშტაბით ხუთ სხვადასხვა ავიარეისზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ხუთი შეტყობინება შევიდა. ოქტომბრის ბოლოს კი, ბომბის შესახებ შეტყობინების გამო, კიშინიოვის აეროპორტიდან მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.