საფრანგეთის ქალაქებში დღეს   მომიტინგის მსვლელობა გაიმართება, ასევე მოსალოდნელია საჯარო სექტორის თანამშრომელთა გაფიცვა.  „ეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის მორიგი გამოცდაა“, – წერს „როიტერი“. გავრცელებული ინფორმაციით, აქცია პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული, რომელშიც   სტუდენტები მიიღებენ   მონაწილეობას.   „ჩვენ უკიდურესად ფხიზლად ვართ, რადგან 17 ოქტომბრის მოვლენების განმეორება დაუშვებელია“, –  განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა,  მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შიდა უსაფრთხოების სამსახური დემონსტრაციებში 500 000-დან 700 000-ამდე ადამიანის გამოსვლას პროგნოზირებს.  აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები ეხება საცხოვრებელ ხარჯებსა და საგანმანათლებლო სექტორს.