4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა. 13-თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა სანდერმა განაცხადა, რომ მისი პატიმრობა „ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამება“ იყო და ყურადღება ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე გაამახვილა.

შეგახსენებთ, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნანა სანდერს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.