“სახელმწიფო არ შეიძლება ასუბსიდირებდეს მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს. კურორტი უნდა იყოს მომგებიანი, მინიმუმ თავისი საოპერაციო ხარჯი უნდა დაფაროს. არ მაქვს ლაპარაკი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელშიც სახელმწიფომ ინვესტიცია უნდა ჩადოს – ეს არის საბაგიროები, გზები, უსაფრთხოება”, – აცხადებს მთის კურორტების ბიზნესის ასოციაციის თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია.
მისი განცხადებით, ახალი ფასები მისაღებია, რამდენადაც მთების სააგენტო მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
“ეს ნიშნავს იმას, რომ გაზრდილი აბონემენტის ფასი მისაღებია. არ არის იმდენად გაზრდილი – მისაღებია იმ ჭრილში, რომ საოპერაციო ხარჯები გადაფაროს კურორტმა. თვალხილული რაც არის, ბოლო 10 წელი, რაც არ მომხდარა გუდაურში, ამას აკეთებს ახალი მენეჯმენტი. რაც შეეხება მთას, რაც არის თვალხილული, იწმინდება ტრასები ქვებისგან, ითესება მთაზე ბალახი, კეთდება გათოვლიანების სისტემა, კეთდება ბიგელები და ხალიჩები, ხდება მთელი ამ საბაგიროების რევიზია და ხდება უსაფრთხოების დანერგვა”, – აცხადებს მირანდა ესაკია.