მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი  ცოცხალი ამოიყვანეს.

  ბავშვის ამოყვანას ტაშით შეხვდნენ  ადგილზე მყოფები.   ბავშვი, მაშველებმა ფანჯრიდან გადმოიყვანეს.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.