ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 20 ნოემბრის განკარგულებაში.

დოკუმენტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2078 განკარგულება, რომლის საფუძველზეც მამუკა მდინარაძეს, როგორც მთავრობის ყოფილ წევრს, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრისთვის – მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის […] განკარგულება“, – ნათქვამია გავრცელებულ დოკუმენტში.