ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
შეგახსენებთ, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, 19 ნოემბერს აფეთქება მოხდა, რასაც შენობის ნაწილის ნგრევა მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
ტრაგედიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.