ავღანეთში, სკოლის მახლობლად აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 97 დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ToloNews-ი  ავრცელებს. 

 მათივე ინფორმაციით, ქუნარის პროვინციაში ერთ-ერთი სკოლის მახლობლად მდებარე სამთო-მოპოვებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობი აფეთქდა.  როგორც ცნობილია, აფეთქება ქალაქ ასადაბადში მოხდა.

ქუნარის პროვინციის პოლიციის პრესსპიკერის,   თქმით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან.