“ ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა, “ – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენი ქვეყანა ახლა სრულ უფრო მეტად მტრულ გარემოცვაში არსებობს, ამიტომ ბირთვული ტრიადა ჩვენი უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, რუსეთის ბირთვული შეიარაღება თავის მნიშვნელობას ყოველდღიურად ადასტურებს. „ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბირთვული ტრიადა ყოველდღიურად ადასტურებს საკუთარ მნიშვნელობას, ამის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია“, – აღნიშნა პესკოვმა.