უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი შეშფოთებულია ევროპის ტერიტორიაზე რუსული ჰიბრიდული აქტივობების გახშირებითა და მათი ინტენსივობის ზრდით.
მისი თქმით, გერმანიაში ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები მიუთითებს ქცევის სულ უფრო სახიფათო და დაუფიქრებელ ნიმუშზე, რომელიც, მისი შეფასებით, ევროპის უსაფრთხოებასა და მდგრადობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
“უნგრეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს გერმანიას და მზადაა, მხარი დაუჭიროს ჩვენს პარტნიორს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში. ამ გამოწვევების წინაშე, ევროკავშირისა და ნატო-ს მდგრადობის, ერთიანობისა და კოლექტიური მზადყოფნის გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე”,- წერს ანიტა ორბანი X-ზე.