გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, სადგურის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტი აფეთქდა, რის შედეგადაც შენობაში რამდენიმე ფანჯარა ჩაიმსხვრა.
დაშავებულებს შორის 18 წლის ბიჭი და 17 წლის გოგონაა. ორივემ მსუბუქი აკუსტიკური ტრავმა მიიღო.
უსაფრთხოების მიზნით, აუგსბურგის რკინიგზის სადგურის შენობა და მატარებლების ერთი სარკინიგზო ხაზი დროებით დაიხურა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად ასაფეთქებელი მოწყობილობების ექსპერტები იმყოფებიან. მიმდინარეობს მომხდარის დეტალების დადგენა და აფეთქების გამომწვევი მიზეზის შესწავლა.