აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკულ აქტივებზე განხორციელებული თავდასხმები გლობალური ენერგეტიკული შოკისა და საწვავზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

„ჩვენ ამჟამად ენერგეტიკულ შოკს განვიცდით, რაც გამოწვეულია როგორც უკრაინაში ომის გამო – იმიტომ, რომ უკრაინამ გადაწყვიტა, რომ სურს რუსული ენერგეტიკულ აქტივებსა და ნავთობ პროდუქტებზე დარტყმების მიყენება, რაც გლობალურ დონეზე ფასების ზრდაზე ზეწოლას ქმნის – ასევე ირანის ირგვლივ არსებული კონფლიქტის გამო“, – აღნიშნა ბესენტმა.

მისი თქმით, ენერგეტიკულ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე გავლენას ახდენს როგორც უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმები, ისე ირანის გარშემო არსებული კონფლიქტი.

შეგახსენებთ, სკოტ ბესენტი რამდენიმე დღის წინ, „დიდი ოცეულის“ მინისტერიალის ფარგლებში, რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვს შეხვდა.