შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოქალაქეები ეროვნული პარლამენტის, რიქსდაგის, 349 დეპუტატს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ირჩევენ.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. წინასწარი ეგზიტპოლების შედეგები კი კენჭისყრის დასრულებიდან მალევე გახდება ცნობილი.
Reuters-ის ცნობით, არჩევნების შედეგებს ქვეყნისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი და ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდეს. ბოლო ოთხი წელია შვედეთს უმცირესობის მემარჯვენე მთავრობა მართავს, რომელიც ე.წ. „ტიდოს“ კოალიციის პარტიებით არის დაკომპლექტებული.
მთავრობას პარლამენტში „შვედი დემოკრატების“ მხარდაჭერა აქვს. მემარჯვენე პოპულისტურ პარტიას მთავრობის შემადგენლობაში მინისტრები არ ჰყავს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ინიციატივებს მხარს უჭერს.
ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ოპოზიციური პარტიების ბლოკი მმართველ კოალიციას მცირე უპირატესობით უსწრებს.
არჩევნების შედეგებმა შესაძლოა განსაზღვროს, შეძლებს თუ არა მოქმედი მემარჯვენე ძალების ბლოკი ხელისუფლების შენარჩუნებას და რა როლი ექნება მომავალ მთავრობაში „შვედ დემოკრატებს“.