სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება. ინფორმაციას სომხური მედია კომპანია „გაზპრომ სომხეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია – სამხრეთ კავკასიაზე“ დაგეგმილი კომპლექსური პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გამო, სომხეთისთვის გაზის მიწოდება 15-დან 25 სექტემბრამდე შეწყდება.

„რუსეთის ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია – სამხრეთ კავკასიაზე“ დაგეგმილი კომპლექსური პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გამო, აღნიშნული გაზსადენით სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით, 15-დან 25 სექტემბრამდე შეჩერდება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„გაზპრომ სომხეთის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მოსახლეობას ბუნებრივი აირი უწყვეტად და შეზღუდვების გარეშე მიეწოდება. საჭირო მოცულობის უზრუნველყოფა შიდა რეზერვებისა და ირანიდან დამატებით მიღებული ბუნებრივი აირის ხარჯზე მოხდება.